16:36 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
425 0 0

თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა პირველად ისაუბრა საჯაროდ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევი გახდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეწამყვან ნოე სულაბერიძის გადაცემაში იმ დიდ ტკივილზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, არასდროს გაუნელდება. კალაძე გადაცემის ანონსში, სავარაუდოდ, ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმაზე, ლევან კალაძეზე საუბრობს.

„ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ალბათ მუდამ ჩემს გულში იქნება. უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ჩემ გვერდით იყოს, მაგრამ ღმერთმა ასე ინება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის დედმამიშვილებიდან საზოგადოებისთვის ცნობილია ლევან კალაძე, რომელიც 21 წლის იყო, როდესაც უნივერსიტეტისკენ მიმავალი გაიტაცეს და ოჯახმა მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო დადასტურებულად, რომ გამტაცებლებმა ის მოკლეს. კახა კალაძეს ორი უფროსი დაც ჰყავს.

ფეხბურთელმა პირველ შვილს სწორედ გარდაცვლილი ძმის სახელი დაარქვა. ცნობილ დიზაინერთან ქორწინებაში საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ოთხი ვაჟი ჰყავს. ყოფილი ფეხბურთელი და ანუკი არეშიძე 13 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები