15:50 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
33 0 0

პენიტენციურ სისტემაში ამოქმედებული პროექტის მიზანია – დაეხმაროს პატიმარ ქალებს გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრირებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ქვემო ქართლში, №5 ქალთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში პროფესიული სწავლების პროექტი დაიწყო.

საქართველოში პატიმრები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ>>

№5 საპატიმრო სოფელ მთისძირში სამიდან ერთ-ერთი ქალთა დაწესებულებაა. აქ იმყოფებიან მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის მსჯავრდებული ქალები.

პროექტის ფარგლებში პატიმარი ქალები ფიტნეს–ინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლიან.

საგანმანათლებლო პროექტში ფიტნეს–აკადემიის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული.

სწავლების კურსი ექვსთვიანი. მასში მონაწილე 17 მსჯავრდებულ ქალს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემა, ნათქვამია საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

„მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია–რეაბილიტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უწყება ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს. სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალ ფიტნეს–ინსტრუქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა გახდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგანმანათლებლო პროექტი: არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ინგლისურ ენას შეისწვლიან>>

პროგრამის ფარგლებში პატიმარ ქალებს აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ პროფესიონალი ფიტნეს–ინსტრუქტორები, რაც მათ მომავალში დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალებას მისცემს.

მთავარი თემები