21:57 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
74 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 335.029 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.951, კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.333 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 635 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.023-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 350.428-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 335.029 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 510), გარდაიცვალა – 4.951 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.333 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 635 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.517 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21.585, PCR–ტესტით – 7.932.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 2,81%, ბოლო 7 დღის – 2,92%.

სულ აცრილია 178.738 პირი, ერთ დღეში აცრილია 5.455 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები