Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სკოლის მერხიდან დაწყებული სიყვარულის ისტორია – ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური ამბები

© Photo: Irakli Garibashvili / FBირაკლი ღარიბაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნუნუკა თამაზაშვილმა ოჯახი საკმაოდ ადრეულ ასაკში შექმნეს. ნახეთ წყვილის სიყვარულის ისტორია.

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების შემდეგ ინტერვიუებისგან თავს იკავებდა. ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ „ფეისბუქზე“ მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი იყო. ჰყავს ძმა, ლექსო თამაზაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.

მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა, შემდეგ მამა თელავში გადაიყვანეს სამუშაოდ და ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა იყო. გარეგნობით გამოირჩეოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.

მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა. ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობაც მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის იყო.

2013 წლის 2 ნოემბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილიც ახსენა. „სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია“, – აღნიშნა მაშინ ივანიშვილმა.

წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს, სამი ვაჟი და მე­ო­თხე – ქა­ლიშ­ვი­ლი. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გო­გო­ნა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ნუ­ნუ­კა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ აღარ აქ­ტი­უ­რობ­და. მას შემ­დეგ, რაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად დაბ­რუნ­და, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე პე­რი­ო­დუ­ლად ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ყველა ახალი ამბავი
0