Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთმანეთი საარჩევნო შტაბში გავიცანით...“ – თეა წულუკიანი მეუღლეზე საუბრობს

© Facebook / Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia / FBთეა წულუკიანი, ნუგზარ კაკულია და მერიკო კაკულია
თეა წულუკიანი, ნუგზარ კაკულია და მერიკო კაკულია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე საუბრით არ გამოირჩევა. საზოგადოებისთვის უცნობია მისი სიყვარულის ისტორია. მინისტრს ერთი ქალიშვილი ჰყავს.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეწამყვან ნოე სულაბერიძესთან გადაცემაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი შვილი 42 წლის ასაკში გააჩინა, ამიტომ შვილისთვის იმდენი დრო არ აქვს დარჩენილი, რამდენიც, ვთქვათ, 20 წლის დედას, თუმცა მეგობრული ურთიერთობა აქვს შვილთან და მის გამო ცხოვრების წესიც შეიცვალა.

წულუკიანის თქმით, მის მეუღლეს დაქორწინების შემდეგ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის თანამდებობა 2016 წლის სექტემბერში იმიტომ კი არ დაუტოვებია, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო და ამგვარი საუბრების შეეშინდათ, არამედ იმიტომ, რომ მისთვის მიუღებელი იყო ყოფილიყო მისი ქმრის უფროსი.

„ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა, რომ ვყოფილიყავი ჩემივე ქმრის უფროსი. ეს უბრალოდ უპატივცემულობაა ჩემივე ოჯახის. ჩვენ ერთმანეთის ნამდვილი მეგობრები ვართ და არც ერთი პოლიტიკური ბრძოლა არ წამომიწყია მისი აზრის გარეშე, ალბათ იმიტომაც, რომ ერთმანეთი საარჩევნო შტაბში გავიცანით. თანამდებობის პირი კაცის ცოლობა ხომ არის ძალიან დიდი ტვირთი და უფრო დიდი ტვირთია თანამდებობის ქალის ქმრობა. ჩემი მეუღლე არის სამაგალითო, რომ ამ ტვირთს ღირსეულად ატარებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად ყოფნის პერიოდში, 2016 წელს დაქორწინდა. ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად მი­ნის­ტრმა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის და მე­უღ­ლის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით - Voilà!

მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­აა. იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრს 2014 წლის 3 ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის 12 სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მი­ნის­ტრის რჩე­უ­ლი მას­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია – კა­კუ­ლია დაქორწინებისას 32 წლი­ს, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი 41-ის იყო. წყვილს საერთოდ შვილი მერიკო ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0