პირველკლასელების გარეშე წელს 120-ზე მეტი სკოლა დარჩა

© photo: Sputnik / Stringerპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 5 ივნისს დასრულდა. წინ მეოთხე ეტაპია მათთვის, ვინც ვერ მოასწრო განაცხადის შეტანა.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ახალ სასწავლო წელს საქართველოში 126 სკოლას პირველკლასელები არ ეყოლება, იუწყება განათლების სამინისტრო.

ახალი სასწავლო წლიდან 110 სკოლა მიიღებს მხოლოდ თითო პირველკლასელს. ეს, ძირითადად, იმას უკავშირდება, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ცოტა ბავშვი დარჩა. არის სოფლები, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მოსწავლეა.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია (მესამე ეტაპი) 13 მაისს დაიწყო და 5 ივნისს დამთავრდა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
განათლების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგს განაგრძობს

მშობლებმა საჭირო დოკუმენტაცია სკოლებს 8-დან 22 ივნისამდე უნდა წარუდგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (ორ დღეში) დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას. საქართველოს საჯარო სკოლების ელექტრონული მისამართების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

სახელმწიფო სკოლებში ყოველწლიურად დაახლოებით 60 ათასი თავისუფალი ადგილია პირველკლასელთა მისაღებად.

ყველა ახალი ამბავი
0