17:33 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
112 0 0

სპეციალისტების აზრით, მოსახლეობის ვაქცინაციის პირობებში კორონავირუსის ინფექციის აფეთქება ნაკლებად მოსალოდნელია.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. შემოდგომაზე კორონავირუსის მეოთხე ტალღა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც იმ დროისთვის ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა 30%-ზე მეტი იქნება, განაცხადა „Sputnik –საქართველოსთან“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 160 ათასზე მეტმა ადამიანა ჩაიტარა – დღიურად აცრას საშუალოდ 5–6 ათასი ადამიანი იტარებს.

„რაც შეეხება შემოდგომაზე კორონავირუსის ახალ ტალღას, იმ დროისთვის მოსახლეობის 30% ვაქცინირებული იქნება. ოქტომბერ–ნოემბერზეც რომ ვისაუბროთ, როდესაც აცივება და ვირუსული ინფექციების აფეთქებაა მოსალოდნელი, იმ დროისთვის ვაქცინირებულთა მაჩვენებელი ერთმნიშვნელოვნად 40%-ზე მეტი იქნება. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რადგანაც თითოეულ დღეს 4–5 ათასი ადამიანი იტარებს აცრას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძე ვარაუდობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებამ და ტურისტულმა სეზონმა შეიძლება ვირუსის აფეთქება გამოიწვიოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე 2020 წლის ზაფხულში.

„დღეში 5 ათასი ინფიცირებული ჩვენ უკვე აღარ გვეყოლება“, – განაცხადა მან.

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, საქართველოში მესამე კვარტალში იქნება ვაქცინების საკმაოდ დიდი მარაგი, ამიტომაც პროცესი უფრო ინტენსიურად წარიმართება, დღეში დაახლოებით 15–16 ათას ადამიანს აცრიან. გაფართოვდება ვაქცინების ჩამონათვალიც.

ზაფხულში მოსალოდნელია პრეპარატ Sinopharm-ის 0,5 მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა. ასევე მესამე კვარტალში ქვეყანა მიიღებს Pfizer-ის 1 მილიონ დოზას, Novavax-ის 700 ათას დოზას და Johnson&Johnson-ის დაახლოებით 130 ათას დოზას.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 779-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 23 ადამიანი. ჩხაიძის თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ იმყოფება მესამე ტალღის ფაზაში და მხოლოდ უახლოეს კვირებსა და თვეებში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავადობის მაჩვენებლის კლება დაიწყება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები