ახალი პორტალი მოქალაქეებისთვის: ყველაფერი COVID-19-ის შესახებ ერთ სივრცეში

© Pixabay / VinzentWeinbeerგოგონა კომპიუტერთან
გოგონა კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ პორტალზე ინფორმაცია ყოველდღიურად, 24 საათში ერთხელ განახლდება.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ახალი პორტალი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
სპეციალური Facebook–გვერდი: აქ ვაქცინაციის შესახებ ყველაფერს შეიტყობთ

უწყების ინფორმაციით, პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.

გარდა ამისა, პორტალზე შესაძლებელია პაციენტების სტატუსის და შემთხვევების ნახვა მკურნალობის ფორმის მიხედვით, ასევე რამდენი ადამიანი გადის მკურნალობის კურსს ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.

პორტალზე განთავსებულ COVID-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.

ცოტა ხნის წინ ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით ასევე სპეციალური Facebook-გვერდი Provax შეიქმნა, რომელზეც ვაქცინაციის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0