17:18 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
62 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 779-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 347.762-ს მიაღწია.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 779 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 401 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე–მესამე ადგილზე აჭარა და სამეგრელო–ზემო სვანეთი არიან.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 69, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 69, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 46, კახეთი – 37, შიდა ქართლი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 20, გურია – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 331.680-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 23 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.876-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.180 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.516 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.943, იმერეთში – 435, აჭარაში – 350.

776 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 207 პირი, მათგან თბილისში – 136, იმერეთში – 14, აჭარაში – 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 619 ადამიანი, მათ შორის 369 – თბილისში, 223 – აჭარაში. 7.045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 27 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17.592 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9.083 პირი, აჭარაში – 2.330, იმერეთში – 1.374.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 779-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 347.762-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები