COVID-19 საქართველოში – 4 ივნისის მონაცემები

© Sputnik / Alexander ImedashviliCOVID-19 საქართველოში – 4 ივნისის მონაცემები
COVID-19 საქართველოში – 4 ივნისის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 331.680 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.876, კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.516 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 619 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 779-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 347.762-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 331.680 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 959), გარდაიცვალა – 4.876 (ბოლო 24 საათში – 23), კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.516 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 619 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 30.026 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15.527, PCR–ტესტით – 14.499.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,59%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,9%.

სულ აცრილია 161.947 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.317 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0