Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვკანკალებ, იქნებ ვინმემ ამოიცნოს შვილი“– სალომე გოგიაშვილი შემაძრწუნებელ ვიდეოს აქვეყნებს

© courtesy of Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ყველას სთხოვს კარგად დააკვირდნენ, იქნებ ვინმემ საკუთარი შვილი ამოიცნოს.

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში წარმოუდგენელ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ მეგობრებთან ერთად იმ სახურავის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სახურავიდან გადავარდნას.

გოგიაშვილი წერს, რომ საგანგებო სამსახურში დარეკა, თუმცა არავინ მისულა, რამაც გახმაურებული მკვლელობის – გიორგი შაქარაშვილის საქმე გაახსენა, როდესაც „112“-ში რეკავდნენ საშველად, მაგრამ დაზარალებულებთან არავინ მიდიოდა.

სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2018
მშვიდად, საჭესთან ქალია – როგორი მძღოლია სალომე გოგიაშვილი
„ვაქვეყნებ კადრს მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს. ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ. საშინელება იყო იმის ყურება, რომ არ იცი როდის გადმოვარდება. დედა ვარ, მაპატიეთ და ათასმაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა”, – წერს სალომე გოგიაშვილი.

სალომე გოგიაშვილი სულისშემძვრელი განცხადებებით გამოირჩევა. მის გარშემო სკანდალების ტალღა არ წყდება. ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და პირწმინდად გაძარცვა. სა­ლო­მეს ოთხი შვილი ჰყავს - მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც თავად ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი ოჯახი, ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც.

 

მოგვიანებით სალომე გოგიაშვილმა „ფეისბუქიდან“ ვიდეო და პოსტი წაშალა.

ყველა ახალი ამბავი
0