18:48 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
260 0 0

ქართველი სექს-სიმბოლოს ქალიშვილი ექსპერიმენტებს თავს არ არიდებს. დედა-შვილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

მოდელმა და ტელეწამყვანმა დედამ შვილს „ფაქტზე წაასწრო“, როდესაც ევა ტელევიზორში ანიმაციურ ფილმს უყურებს. „როცა შენი შვილი 20-ის ხდება და ამას უყურებს“, – დაწერა გაოცებულმა დედამ. როგორც ჩანს, მოდელის აზრით ამ ასაკში მულტფილმების ყურება უკვე დაგვიანებულია.

ულამაზესი გოგონა თანამედროვე ტრენდებს ფეხდაფეხ მიჰყვება, მას უამრავი თანატოლი მიმდევარი ჰყავს. „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ევას 115 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რაც მის აქტიურობასა და გემოვნებიან ვირტუალურ კონტენტზე მეტყველებს.

View this post on Instagram

A post shared by Eva Barbaqadze (@evabarbb)

ცოტა ხნის წინ გოგონამ მეგობრებთან ერთად სილამაზის სალონს მიაკითხა და ჭიპის პირსინგი გაიკეთა. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანდა, ევამ ტკივილი გმირულად გადაიტანა და საკმაოდ კმაყოფილიც დარჩა. მისთვის ეს მესამე პირსინგია. მოდურ გოგონას ერთი პირსინგი ცხვირზე, ხოლო მეორე წარბზე აქვს. ახლა „ინსტაგრამზე“ მომრავლდა ევას თამამი ფოტოები. ახალმა სურათმა სოციალური ქსელის მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

View this post on Instagram

A post shared by Eva Barbaqadze (@evabarbb)

აღსანიშნავია, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა. ის შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს.

View this post on Instagram

A post shared by Eva Barbaqadze (@evabarbb)

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები