„2021 წლის საუკეთესო დირექტორი" – საქართველოში კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnikპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა გაიარონ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი", ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო ბურდიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება. ამასთან, დირექტორს კონკრეტულად იმავე სკოლაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

კონკურსანტმა უნდა წარადგინოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის) სახელწოდებით "ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა", რომელიც უნდა გაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com

კონკურსი "წლის საუკეთესო დირექტორი" პირველად 2020 წელს ჩატარდა. მაშინ კონკურსის გამარჯვებული გახდა თბილისის №198 სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი. იგი სპეციალური პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, გამარჯვებულს შვეიცარიაში გამგზავრებისა და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა.

ყველა ახალი ამბავი
0