14:22 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (458)
42410

ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამის“ საშუალებით ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს და ხელმომწერებსაც მოუწოდებს აქტიურობისკენ.

მოდელმა და ახალბედა ბიზნესმენმა ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამის “„სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისაუბრა მისთვის და ბევრი მშობლისთვის მტკივნეულ თემაზე – როდესაც ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს, და გარკვეული რჩევებიც მისცა მშობლებს.

ნუკის თქმით, იმის გამო, რომ ოლივერი ორიენოვან ოჯახში იზრდება, გამართულად საუბარი უჭირს როგორც ინგლისურად, ისე ქართულად. მოდელის თქმით, ამერიკაში ასეთი ტიპის ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებებია და მშობლები შვილებს ამეცადინებენ საუბარში. ნუკიმ რამდენიმე სავარჯიშო ქართველ აუდიტორიასაც შესთავაზა.

კოშკელიშვილი პანდემიის დაწყების პერიოდში შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა მეუღლის გარეშე. ტელესახის ექიმი მეუღლე ბენ ჰაიმი ამერიკაში კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და სწორედ ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა.

თემები:
ქართველი სელებრითები (458)

მთავარი თემები