17:36 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი მუკბანიანს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, აქტივისტ ირაკლი მუკბანიანს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმაში. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს ბრალდებულის ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა განუცხადა.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 29 მაისს სოფელ გუმათში მოხდა. მუკბანიანს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა და სამართალდამცველთა შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს მოხდა. აქტივისტი ინციდენტის მესამე დღეს დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა დაკავების დეტალების შემცველი სპეციალური განცხადება. უწყების მონაცემებით, ადგილობრივი მოსახლეობა ყველანაირად უშლიდა ხელს პოლიციას მუკბანიანის დაკავებაში. პოლიციელებს დაუშინეს ქვები, ცდილობდნენ მათთვის იარაღის წართმევას. შედეგად დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომელი.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული საკუთარ ბრალს არ აღიარებს.

ციცინო ბაბუნაშვილი გაეცნო ვიდეომასალებს, სადაც მუკბანიანის მხრიდან თითქოს პოლიციელზე თავდასხმის მომენტია აღბეჭდილი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კადრებზე ჩანს სრული აურზაური, სადაც კონფლიქტის ორივე მხარე ერთმანეთს ურტყამს.

„მე გავეცანი ვიდეომასალებს, რომლებიც საქმეს ერთვის, ისინი ჟურნალისტებმა გადაიღეს. კადრებზე სრული აურზაურია. პოლიციამ თავად გაუკეთა პროვოცირება მომიტინგეებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბაბუნაშვილის თქმით, მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ ძალა გამოიყენა და დაკავებულს წელის არეში დაჟეჟილობები აღენიშნება.

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება სასამართლო მოსმენა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ირაკლი მუკბანიანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდ თვეზე მეტია, რაც გრძელდება. ისინი მოითხოვენ კონტრაქტის გაწყვეტას თურქულ კომპანია ENKA–სთან, ასევე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ქვეყნის ენერგოსექტორში ყველა პროექტზე.

ბოლო კვირაა მომიტინგეები იმყოფებიან სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ აგებულ რკინის ბარიკადებთან, რომლებიც მომიტინგეებს გზას უღობავს სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც  კომპანია ENKA ატარებს მოსამზადებელ სამუშაოების - გზა გაჰყავს.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებსაც რიონის ხეობაში.

მთავარი თემები