15:19 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
103 0 0

2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით პროფესიული განვითარების საბჭომ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოში რვა ექიმი არაპროფესიონალიზმში ამხილეს და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, რვა ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 16-მა ექიმმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო, ოთხ ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

პროფესიული განვითარების საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.

 

მთავარი თემები