მორიგი შეღავათი ბიზნესს – ღია კაფეების მფლობელები საიჯარო გადასახადისგან თავისუფლდებიან

© photo: Sputnikღია კაფე
ღია კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერია გვპირდება – თბილისში ტრანსპორტის მოცდის დრო 4 წუთამდე შემცირდება - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მერია გვპირდება – თბილისში ტრანსპორტის მოცდის დრო 4 წუთამდე შემცირდება

კალაძის განმარტებით, იჯარის საფასურის გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომელიც 1 თებერვალს ამოიწურა, მიმდინარე წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.

„პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, პრობლემები შეუქმნა ბიზნეს-სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზიანდა. ჩვენ ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ მეწარმეთა მხარდაჭერის თვალსაზრისით, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავხმარებოდით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სერვისები იჯარით ჰქონდათ აღებული. მათ მიეცათ შეღავათი და ისინი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდნენ", – განაცხადა კალაძემ.

რამდენადაც ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები და ქვეყანაში კვლავ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, დედაქალაქის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო – ღია კაფეებისთვის საშეღავათო პერიოდი წლის ბოლომდე გაგრძელდეს, აღნიშნა თბილისის მერმა.

„ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან", – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, მერის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადასახადი და მიმდინარე წლის 1თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.

ყველა ახალი ამბავი
0