Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ექიმმა მითხრა, რომ 3-დან 6 თვემდე მაქვს დარჩენილი“ – ირაკლი იმნაიშვილი უმძიმეს დიაგნოზზე

© Photo: Irakli Imnaishvili / FBირაკლი იმნაიშვილი
ირაკლი იმნაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ირაკლი იმნაიშვილი, რომელმაც მაყურებელს თავი ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან დაამახსოვრა, უმძიმეს დიაგნოზზე საჯაროდ საუბრობს.

„რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი გადაცემა „ფარულ კონვერტს” სტუმრობდა, სადაც ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, წლების წინ, როდესაც C ჰეპატიტი დაუდასტურდა, მაშინ ეს დაავადება ნაკლებად ცნობილი იყო და ერთ-ერთმა ექიმმა ისიც კი უთხრა, რომ სირთულის გამო 3-დან 6 თვემდე ჰქონდა დარჩენილი, რაც მძიმე მოსასმენი იყო.

„მაქვს ეჭვი, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში დავინფიცირდი. ავადმყოფობის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომები არ გაქვს. რომ არ დაწყებულიყო რუტინული კვლევა, C ჰეპატიტი განაგრძობდა განვითარებას. 52 ნემსი გავიკეთე, ერთი წელი გაგრძელდა. ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ნემსს მოჰყვებოდა თავისი ანოტაცია, რომ იწვევს მძიმე ქიმიურ დეპრესიას, რასაც მოსდევს თვითმკვლელობის მცდელობები, ხოლო შემდეგ აბზაცში წერია, რომ იყო თვითმკვლელობის ფაქტებიც“, – იხსენებს იმნაიშვილი.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ გადაწყვიტა მიეღო ანტიდეპრესანტები, თუმცა ამასაც ქიმიური რეაქცია მოჰყვა. ამ დროს პარალელურად ცდილობდა თავის დამკვიდრებას ლონდონში, ერთ-ერთ მედიაკომპანიაში.

ირაკლი იმნაიშვილის მიმართვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
„ხელები მეწვის, ექიმები ამას როგორ უძლებენ?!“ - ირაკლი იმნაიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
„ლონდონში ცხოვრობს ელისაბედ ჩაჩხიანი, რომელმაც შეგვიფარა. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი. საუკეთესო სოკოს სუპს აკეთებდა, გემო მქონდა დაკარგული, მაგრამ მახსოვდა მისი გემო. ამ წვნიანის ჭამის დროს ვნახე, როგორ დამეწყო თმის ცვენა. სხვები უფრო ისტრესებოდნენ, ვიდრე მე. 52 ნემსით მკურნალობა დასრულდა ნული შედეგით. მიხარია, რომ იმ პრეპარატით მკურნალობა, რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, საუკეთესოა, რაც კი მსოფლიოში არსებობს”, – ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.

ირაკლი ასევე იხსენებს 2019 წელს, როდესაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„ჩატარდა ოპერაცია. მხოლოდ ის დამიტოვა, რომ ზოგჯერ, როცა ხანგრძლივი გადაცემა მიმყავს და სწრაფად არის აზრი ჩამოსაყალიბებელი, პირის აპარატი არ მომყვება და არის არაბუნებრივი პაუზები. ვნახე, ამაზე ქილიკი და დაცინვები იყო, მაგრამ ეს არის ერთადერთი და არაფერი საწუწუნო არ მაქვს“, – ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.

ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს 2019 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს. იმნაიშვილი 2000-იანი წლების დასაწყისში ტელეკომპანია „მზეზე“ მუშაობდა. მაშინდელ სახელისუფლებო გუნდთან დაპირისპირების გამო 2005 წელს მისი გადაცემა „არჩევანის ზღვარზე“ არხის ხელმძღვანელობამ დახურა, რის შემდეგაც ჟურნალისტი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ბოლო წლებში ის საქართველოში ცალკეულ მედია-პროექტებზე მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0