14:45 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (807)
55 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 954-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 346.150-ს მიაღწია.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 954 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 509 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 99, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 88, აჭარა – 82, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 33, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 11, გურია – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 329.516-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 30 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.834-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.774 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.541 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.923, აჭარაში – 385, იმერეთში – 439.

789 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 223 პირი, მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 15, იმერეთში – 15. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 639 ადამიანი, მათ შორის 380 – თბილისში, 234 – აჭარაში. 7.594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 27 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19.104 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10.465 პირი, აჭარაში – 2.240, იმერეთში – 1.374.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 954-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 346.150-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (807)

მთავარი თემები