18:41 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
4747 0 0

ნუკა კვალიაშვილი ცოტა ხნის წინ გათხოვდა და საზოგადოებას ორსულობასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციაც ამცნო

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მესამე შვილს ელოდება. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა. ნუკას თქმით, ორსულ ქალებს რომელი მამაკაცებიც უძლებენ, მედალი ეკუთვნით.

„ჩვენს მრავალ დღესასწაულებს კიდევ ერთს მივამატებდი, „ორსული ქალის გაძლების დღეს“. ყველა მამაკაცს, ვინც გმირულად უძლებს ამ ყველაფერს, გადავცემდი ოქროს მედლებს წარწერით „მას ეს გამოუვიდა“. ჰორმონების გეიმინგს რა ვუთხარი, ჩემს თავს მე ვეღარ ვიტან უკვე. მადლობელი, ნახვამდის“, - წერს ნუკა.

მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი ახლახან შეუღლდნენ. ნუკას პირველი ქორწინების დროს ორი შვილი შეეძინა. გოჩა მისთვის მეორე მეუღლეა, რომლისგანაც მესამე შვილს ელოდება.

გოჩამ ნუკა პირველად ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ შენიშნა და მან ის დანახვისთანავე მაგნიტივით მიიზიდა. თუმცა კარგა ხნის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონიათ - უბრალოდ, სოციალურ ქსელში ერთმანეთი მეგობრების სიაში ჰყავდათ, სანამ გოჩამ გამბედაობა არ მოიკრიბა და ნუკას მესიჯი არ მისწერა. რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისთანავე, აეროპორტში მან ნუკას ხელი სთხოვა.

ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ნუკა ამბობს, რომ ქორწინებას გეგმავდნენ, თუმცა არ ელოდა, რომ ხელს გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე სთხოვდა. რაც შეეხება შვილებთან ურთიერთობას, მომღერალი ამბობს, რომ მისი ვაჟები გოჩას საქართველოში ჩამოსვლამდე ვიდეოზარით საუბრისას „მამას“ ეძახდნენ.

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა. ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები