18:29 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (2041)
95 0 0

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ჭონქაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, გუდამაყრის, მუხრანის, ხორნაბუჯის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის I მიკორაიონის (ნაწილობრივ) და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (2041)

მთავარი თემები