21:14 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (381)
40 0 0

როგორც მერიაში განმარტავენ, დედაქალაქის ქუჩებში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ელექტრომობილების დამტენი სადგურები დამონტაჟდება.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში მომავალ წელს ელექტრომობილების დამტენი 100-მდე მოწყობილობის მონტაჟი იგეგმება, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე.

„ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო წლის განმავლობაში, დამატებით 100 ელექტროდამტენი დამონტაჟდება", – განაცხადა ხმალაძემ.

რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

თბილისის მერიაში უკვე მოქმედებს ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობით თბილისელებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრომობილების დამტენი სადგურის სახლთან ახლოს დამონტაჟება. ამისთვის ელექტრომობილის მფლობელმა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს.

მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილები უნდა წარმოადგენდეს. გარდა ამისა, 2019 წლის გაზაფხულზე ქვეყანამ ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ განაცხადა. შესაბამის მემორანდუმს ქართულმა ჰოლდინგმა IGroup ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან მოაწერა ხელი.

გეგმის მიხედვით, ქარხნის მუშაობის დაწყებიდან 1,5 წელში 5 ათასამდე ელექტრომობილის წარმოება იგეგმებოდა. თუმცა, პროექტის განხორციელება კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.

2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.

თემები:
თბილისის მერია (381)

მთავარი თემები