გამყრელიძე: იცურავეთ პირბადის გარეშე, მაგრამ ისეირნეთ პირბადით

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
იმისთვის რომ ზაფხულის სეზონი ქვეყანამ ეპიდვითარების კუთხით ნაკლები გართულებების გარეშე დაასრულოს, ეპიდემიოლოგები საზოგადოებას რჩევებს აძლევენ

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ზღვაში ცურვისას პირბადის ტარება, რა თქმა უნდა, სავალდებულო ვერ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ღია სივრცეში პირბადის ტარების ახალი რეკომენდაციების შემუშავების პროცესშია.

საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
საქართველოში ავტომობილით შემოსვლის წესები

„თუ თქვენ იმყოფებით სოფელში, ტყეში და მარტო ხართ, თქვენგან არავინ ითხოვს პირბადის ტარებას, მაგრამ თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილზე იმყოფებით, აუცილებელია პირბადის გამოყენება. ცურვის დროსაც არავინ მოითხოვს თქვენგან პირბადის ტარებას, მაგრამ თუ თქვენ ბათუმის ბულვარში ან ქობულეთის სანაპიროზე სეირნობთ, სადაც ბევრი ადამიანია თქვენს გვერდით, რა თქმა უნდა, პირბადით უნდა იყოთ", – განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგები როგორც საქართველოს მოქალაქეებს ისე ტურისტებს მოუწოდებენ კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ.

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება. რეგიონი ტურისტებისა და დამსვენებლების დიდი ნაკადის მიღებისთვის ემზადება.

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა ეპიდვითარების კუთხით განსაკუთრებული გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1.233-ით გაიზარდა და 345 ათასს გადააჭარბა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხევვა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0