Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შარდის დალევას სთავაზობდა...“ – მირანდა შელია ოლიგარქის შვილიშვილზე გათხოვდა

© photo: Miranda Shelia / FBმირანდა შელია
მირანდა შელია - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
ცნობილი ხდება, ვინ არის ქართველი „ირინა შეიკის“, მოდელ მირანდა შელიას რჩეული. ირკვევა, რომ მილიარდერის შვილიშვილი ის ბლოგერია, რომელიც მოხალისეებს ფულის სანაცვლოდ პარკში გაშიშვლებას, ან შარდის დალევას სთავაზობდა.

რუსული მასმედია აქტიურად წერს ქართული წარმოშობის მოდელის მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი ოლიგარქის შვილიშვილის გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროვებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.

გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში სთხოვდა ხალხს, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა საქმიანობა შეწყვიტა.

დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდა კაცის შესახებ არაფერი ისმოდა და მხოლოდ ახლა გამოჩნდა, როდესაც ცნობილ მოდელზე მირანდა შელიაზე დაქორწინდა. მამურინამდე გოგონა ფეხბურთელ ფედორ სმოლოვს და მომღერალ ვლადისლავ რამს ხვდებოდა. უცნობია, რამდენი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა შელიასა და მამურინის წყვილს, რადგან ქორწილამდე ისინი ერთად არ ჩნდებოდნენ.

ფო­ტო­მო­დე­ლი მირანდა შელია წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 29 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.

მირანდა ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ „კლუჟის“ ფეხბურთელის გიორგი ჭანტურიას მეუღლე 20 წლის ასაკში გახდა, თუმცა წყვილი ცოტა ხანში დაშორდა. ამის მიზეზი, მირანდას თქმით, მეუღლის მხრიდან უნდობლობა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0