17:41 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (441)
1409 0 0

ნეკა დოროყაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უფლებადამცველი ბაია პატარაია ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის გარშემო ახალ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს. მისი თქმით, დოროყაშვილის საძინებელში კამერა იყო ჩართული და ამიტომ ნეკას უტყუარი მტკიცებულებები უჭირავს ხელში, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

„ბასილაშვილების ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოატარა ნეკას, ბოლო სასამართლო სხდომიდანაც ჩანს: თავზე საჭმლის დასხმა, მუდმივი კონტროლი (საძინებელში ჩართული ვიდეოთვალით), ახალნამშობიარების გიჟად შერაცხვით და სხვა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს ტანჯვას, რასაც მსხვერპლი განიცდიდა უშუალოდ ნიკას მხრიდან (სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვის ინფოს კომენტარში ჩავაგდებ). რა უსაფუძვლოდ სჯერათ ვარსკვლავის და როგორ იმეტებენ მსხვერპლ ქალს, რომელსაც სასამართლოს ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები უჭირავს ხელში“, - წერს ბაია პატარია.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

თემები:
ქართველი სელებრითები (441)

მთავარი თემები