18:32 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (441)
628 0 0

ცნობილი ბიზნესმენი ქალი, რომელიც ცხრაჯერ დაქორწინდა, აცხადებს, რომ საქართველოში იყო ცოლი, „ბანძობაა“

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის, NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს, რომ კულ­ტუ­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბით გაჟ­ღენ­თილ სა­ქარ­თვე­ლო­ში „ბან­ძო­ბაა“ იყო ცოლი.

„დას­რულ­და 5 -დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი სა­ო­ცარ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტებ­თან, ფრანც მულ­მას­ტერ­თან და მზი­კო და­ლა­ქიშ­ვილ­თან, თე­მა­ზე: „სექ­სუ­ა­ლო­ბა“. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვტო­ვებ მა­ღალმთი­ან აჭა­რას და კი­დევ უფრო გა­მიმ­ყარ­და რწმე­ნა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კულ­ტუ­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბით გაჟ­ღენ­თილ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­რი ბან­ძო­ბაა იყო ცოლი. ლა­ვე­რი - კი ბა­ტო­ნო. სიყ­ვა­რულს და სექ­სუ­ა­ლო­ბას არ სჭირ­დე­ბა პრი­ვა­ტი­ზა­ცია“, - წერს კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. მარიამ კუკუნაშვილს ახლა სამი ტყუპი ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში არ ჰყავდა შვილები. სწორედ ამან გადააწყვეტინა ამ სფეროში დაეწყო ბიზნესი.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, ბიზნესი 1200 ლა­რით დაიწყო - მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახაი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყო. 2008 წლი­დან დაიწყო დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის გახ­სნით სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ უკვე სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბი მოყ­ვა, შემ­დეგ - ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კე­ბი და ამ­ჟა­მად უკვე 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია.

მარიამ კუკუნაშვილი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობს, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან თხოვდა ქმარი ხელს, დაივიწყეს.

თემები:
ქართველი სელებრითები (441)

მთავარი თემები