21:56 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (475)
758 0 0

ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალომეს გათხოვების თემა წლების მანძილზე აქტუალური იყო.

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ 12 კილო დაიკლო. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება. სალომე ამბობს, რომ გამხდარი თავს ბევრად კარგად გრძნობს და თავდაჯერება მოემატა.

„შვიდი თვის წინ სწორი კვება დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ. 10-12 კილო დავიკელი. ხანდახან მეც მაჯდება მხარზე დემონი და ვარღვევ, მაგრამ ფაქტია, შედეგი მაქვს. პარალელურად, სახლში ყოველდღიურად ვვარჯიშობ და „ელპიჯი“ მასაჟ-პროცედურასაც ვიკეთებ“, - ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, ზედმეტი კილოგრამები ნამდვილად არ უშლიდა ხელს, მაგრამ ახლა ფანტასტიკურად გრძნობს თავს. „წონის დაკლებამ თავდაჯერება მომცა, მაგრამ ჩაცმის მხრივ არაფერი შემიცვლია. ვთვლი, რომ სიგამხდრე მიხდება, თუმცა ჩემი თავი არც იმ წონით დამიწუნია. არასდროს არავინ მაბიჯებდა ფეხს, არიქა, დაიკელიო. ამ მხრივ განებივრებული ვიყავი. ყველა მატუტუცებდა და მეუბნებოდა: გიხდება, არ გინდა დაკლებაო…“- ამბობს მომღერალი.

მომღერალ სალომე ბაკურაძისა და პროდუსერ ლაშა ბასლანძის წყვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. წყვილმა ერთმანეთი 8 წლის წინ გაიცნო, 2015 წელს კი დაქორწინდნენ და ახლა ვაჟს, უსაყვარლეს ალექსანდრეს ზრდიან. ის პოპულარობით არც დედას ჩამოუვარდება და არც მამას. ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს.

თემები:
ქართველი სელებრითები (475)

მთავარი თემები