15:38 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
120 0 0

საქართველოს სახმელეთო საზღვრებს 1 ივნისს ხსნის, ამასთან დაკავშირებით ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული წესებია განსაზღვრულია.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საზღვრის კვეთისას კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა ვიზიტორებს თან უნდა ჰქონდეთ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, მასმედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ განმარტა, რომ თუ ვიზიტორს ქვეყანაში შემოსვლის დროს თან აქვს მხოლოდ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, 72 საათის შემდეგ ის ვალდებულია საკუთარი ხარჯით განმეორებითი PCR–ტესტი ჩაიტაროს.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, საზღვარზე ვიზიტორებს გადასცემენ ლაბორატორიების სიას (დაახლოებით 50), სადაც ისინი PCR–ტესტის ჩატარებას შეძლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი კორონავირუსით უკვე საქართველოში დაინფიცირდება, მისი მკურნალობის ხარჯებს დაფარავს სამედიცინო დაზღვევა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი კოვიდ-დაზღვევა იქნება. ყველა ტურისტულმა კომპანიამ ამ წესების შესახებ თავისი პარტნიორები უნდა გააფრთხილოს.

საქართველო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის. გადაწყვეტილება 25 მაისს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ის პირები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს (Johnson and Johnson-ის ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) და აქვთ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, საქართველოს საზღვარს დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადმოკვეთენ.

გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ აუცრელ მოქალაქეებს, რომლებმაც PCR–ტესტირება ბოლო 72 საათში გაიკეთეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამ შემთხვევაში ისინი ვალდებული იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი.

ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა თან ჰქონდეთ ბავშვებს მათი ასაკის მიუხედავად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებაში ქვეყანაში სახმელეთო საზღვრების გავლით შემოსვლის წესების შესახებ ჯერჯერობით არ არის მითითებული იმ ქვეყნების ცალკეული ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ. ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში ქვეყანაში საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და შემდეგი ქვეყნების მოქალაქეების: ისრაელის, თურქეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელორუსის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, კანადის, იაპონიის, ქუვეითის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ომანისა და მოლდოვის.

მიზანშეწონილია, რომ საქართველოში ჩამომსვლელ ყველა პირს სამედიცინო დაზღვევა უნდა გააჩნდეს.

მთავარი თემები