13:49 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (456)
116 0 0

ცნობილმა მოდელმა სოციალური ქსელის მომხმარებლები კიდევ ერთხელ გააოცა და „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა

ცნობილმა მოდელმა სოციალურ ქსელში ამაღელვებელი ფოტო განათავსა, სადაც აცრემლებული თამო ვაშალომიძის უკან მამაკაცის ხელები ჩანს. როგორც ჩანს, მოდელი ამ ფოტოთი ძალადობის თემა გამოეხმაურა და დაწერა, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ღიმილის უკან ტკივილს მალავენ, რადგან ეშინიათ, რომ გვერდით არავინ დაუდგებათ.

ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „დღეს ისეთი დროა რომ გვერდში მდგომი გჭირდება აუცილებლად“, „არასოდეს დანებდეთ! მე შევძელი! ასე რომ ყველა შეძლებთ“, „მართლა არავინ დაუდგება გვერდში ქალები უფრო აბულინგებენ“, „თამო ნამტირალებიც რა ლამაზი ხარ. ვაფრენ შენზე“, - უწერენ მოდელს.
ფოტოს მომღერალი ნინა წკრიალაშვილიც გამოეხმაურა: „ძალიან აქტუალური თემა და პირადად მე უარავჯერ დავიწყე ნოლიდან! ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია თუ საკუთარ თავთან მართლები ვართ“.

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს.

ფოტომოდელი, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მან თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა. თამომ ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. შემდეგ მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთვის მაქსიმეს სახე ეჩვენებინა, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა.

თემები:
ქართველი სელებრითები (456)

მთავარი თემები