Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რომელ ადამიანს უნდა, რამდენჯერმე შექმნას ოჯახი?!“ – მაია ჯაბუა სამ ქორწინებაზე

© Facebook / Maia Jabuaმაია ჯაბუა
მაია ჯაბუა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
მაია ჯა­ბუა იმ „მზი­უ­რე­ლე­ბის“ სი­ა­შია, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან შე­იყ­ვა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. მის და­ნახ­ვა­ზე დღემ­დე ბევ­რს გე­მის კი­ჩო­ზე პი­ო­ნე­რის ყელ­სახ­ვე­ვით მდგა­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა ახ­სენ­დე­ბა.

მაია ჯაბუა ჟურნალ „თბილისელებთან“ აცხადებს, რომ სულაც არ უნდოდა სამი ქორწინება და სამივე მეუღლისგან თითო შვილი, თუმცა ცხოვრება სხვანაირად წარიმართა.

მომღერლის თქმით, არავის არ უნდა ოჯახის რამდენჯერმე შექმნა და ყველა ქალი ფიქრობს – გათხოვდეს, ერთი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეს, მაგრამ მის შემთხვევაში ასე არ მოხდა.

„რაც მთავარია, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილები მყავს. ჩემი ბედნიერება ჩემი შვილებია, ჩემი საქმე, ჩემი მშობლები, დები, მეუღლე. ეს მინდოდა და მაქვს. ეს არის ბედნიერება, როდესაც გვერდით გყავს კარგი, ყველაზე ღირსეული, ჭკვიანი, დიდი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი, ნამდვილი მეორე ნახევარი, ის, ვინც გიყვარს და ძვირფასია შენთვის. აკეთებ იმ საქმეს, რაც შენც განიჭებს სიამოვნებას და სხვა ადამიანებსაც“, – აცხადებს მომღერალი.

ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვი­ლი ჰყავს. მათგან მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უკა­ნას­კნე­ლი ქორ­წი­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე მყა­რი და მშვი­დი.

ყველა ახალი ამბავი
0