15:27 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

პოლიციის დღის საზეიმო აღნიშვნას თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისადმი ერთგული სამსახურისთვის სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია პოლიციის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობასთან გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა პოლიციის კაპიტანი, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ეკა ბუცხრიკიძე, ასევე პოლიციის მაიორი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვანცა გოგავა და პოლიციის ლეიტენანტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ანი ნაცარაშვილი.

„ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს: ეკა ბუცხრიკიძეს, გვანცა გოგავას და ანი ნაცარაშვილს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ოჯახური, ასევე ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიციის დღე საქართველოში პირველად 2010 წელს აღნიშნეს. ორი წლის განმავლობაში ამ დღესასწაულს 6 მაისს, გიორგობის პარალელურად ზეიმობდნენ, რამაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მას შემდეგ თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლებში დღესასწაულის აღნიშვნა 31 მაისს დამკვიდრდა.

სამართალდამცველი ორგანოების რეფორმა საქართველოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაიწყო. მაშინ უწყებიდან ათასობით ძველი თანამშრომელი გაათავისუფლეს, შეიქმნა საპატრულო პოლიცია, სისტემაში ამოძირკვეს კორუფცია. საქართველოს პოლიციაში ცვლილებები არაერთხელ აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რეფორმად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

 

მთავარი თემები