ქართული პოლიცია პროფესიულ დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის დღე
პოლიციის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
ქართველ პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. დღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობასთან გაიმართა.

პოლიციის დღე საქართველოში პირველად 2010 წელს აღნიშნეს. ორი წლის განმავლობაში ამ დღესასწაულს 6 მაისს, გიორგობის პარალელურად ზეიმობდნენ, რამაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მას შემდეგ თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლებში დღესასწაულის აღნიშვნა 31 მაისს დამკვიდრდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს

სამართალდამცველი ორგანოების რეფორმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაიწყო. მაშინ უწყებიდან ათასობით ძველი თანამშრომელი გაათავისუფლეს, ჩამოაყალიბეს საპატრულო პოლიცია, სისტემაში ამოძირკვეს კორუფცია. საქართველოს პოლიციაში ცვლილებები არაერთხელ აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რეფორმად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

დღეს საპატრულო პოლიციის შენობის წინ ტრადიციულად პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები ჩამწკრივდნენ. აღლუმი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჩაიბარა.

„ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას“, – განაცხადა გომელაურმა.

შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის მოხდისას დაღუპულ პოლიციელებს, მათ შორის მათაც, ვინც პანდემიის პერიოდში კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2020
საქართველოს მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის სერიოზული რეფორმები დააანონსა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროფესიული დღე მიულოცა სამართალდამცველებს და ამასთან შსს-ს სამი თანამშრომელი – ეკა ბუცხრიკიძე, ანა ნაცარაშვილი და გვანცა გოგავა ოჯახურ ძალადობასთან და ქალების მიმართ ძალადობასთან ეფექტური ბრძოლისთვის მედლებით დააჯილდოვა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე, სრულიად აირეკლა სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები... ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად ის თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ქართული პოლიციის დისკრედიტების უფლება არავის აქვს. მან ის წლები გაიხსენა, როდესაც თავად ედგა უწყებას სათავეში. ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ მაშინ მიხვდა ის, რა არის იყო პოლიციელი და რა მძიმეა ეს სამუშაო – „24-საათიანი სამსახური ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.

„დღეს პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“ – განაცხადა პრემიერმა.

პოლიციის დღის საზეიმო აღნიშვნას თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0