18:45 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
343 0 0

კრისტი ყიფშიძის სექსუალური „ლუქი“. მოდელის პიკანტური ფოტოები გულგრილს არავის ტოვებს. ნახეთ როგორ გამოიყურება 43 წლის მოდელი.

კრისტი ყიფშიძე საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. 43 წლის მოდელი უახლეს ფოტოზე შეუდარებლად გამოიყურება. ქართული სამოდელო სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ბაჰამის კუნძულებზე ისვენებს და პიკანტურ ფოტოებს „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ აქვეყნებს.

კრისტი ყიფშიძის განუმორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის დატოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის. როგორც ჩანს, ის ესთეტიკური ცენტრების ხშირი მომხმარებელიც არ არის. თინეიჯერობის ასაკის სურათსა და დღევანდელს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ მოდელს მრავალფეროვანი და ტრენდული გარდერობი აქვს. სიფრიფანა კაბები, საღამოს ულამაზესი ტანისამოსი, ე.წ. „Casual–ყოველდღიური“ სტილი მის ტანს ერთნაირად ამშვენებს. ქართველ ვარსკვლავებს შორის კრისტი გემოვნებიანი ჩაცმულობითაც გამოირჩევა. კრისტი იმ ქალბატონებისთვისაა სამაგალითო, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება, ამიტომ მისი სხეული მუდმივი განხილვის საგანია.

მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა. 1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 43 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები