COVID-19 საქართველოში – 31 მაისის მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 327.618 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.773, კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.829 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 658 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 343.963-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 327.618 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.195), გარდაიცვალა – 4.773 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.829 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 658 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 12.207 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.581, PCR–ტესტით – 5.626.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,41%, ბოლო 7 დღის – 2,8%.

სულ აცრილია 138.914 პირი, ერთ დღეში აცრილია 763 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0