ცნობილი დიზაინერის რძალმაც დიზაინერობა დაიწყო, საკუთარი ბრენდი შექმნა და ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო. როგორც მარი ფანჯავიძე წერს, მის ბრენდს MAROUS ერქმევა და ის ქალებისთვის დახვეწილი სტილის ტანისამოსს შექმნის.
მარიამ ფანჯავიძე ცნობილი დიზაინერის ანუკი არეშიძის რძალია. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი არეშიძემ ის მაშინ მოიყვანა ცოლად, როდესაც გოგონა 18 წლის იყო და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა.
წყვილმა ერთმანეთი დაქორწინებამდე ორი წლით ადრე, 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიცნო. მარიამი მაშინ მთაწმინდაზე ცხოვრობდა და მშვიდობიან მსვლელობას შეუერთდა როგორც მოხალისე. გიორგიმ აღიარა, რომ მარიამით პირველივე წუთებიდან მოიხიბლა. ნაცნობობა რომანში გადაიზარდა და გაცნობიდან რვა თვეში დაინიშნენ, ხოლო კიდევ სამი თვის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს.
View this post on Instagram
მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ასეთი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო, თუმცა დიდმა სიყვარულმა ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. სწორედ სიყვარულის წყალობით მარტივად გადალახეს ის სირთულეები, რასაც ყველა ახალდაქორწინებული წყვილი აწყდება. ახალგაზრდა მშობლები ამბობენ, რომ პატარა დემეტრეს დაბადების შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და უფრო საინტერესო გახდა.
View this post on Instagram
„გიორგი, რთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს ყურადღება არ მოგვაკლოს. თუ გიორგის გამოსვლას უარყოფითი კომენტარები მოჰყვება, სულ ვამხნევებ და ვურჩევ, არ განიცადოს და მაქსიმალურად ჩაერთოს თავის საქმეში და ხალხს საქმით აჩვენოს“, – ამბობდა მარიამი.
View this post on Instagram
ანუკი არეშიძის ძმა 2013 წლის სექტემბერში დაქორწინდა. ახალშეუღლებულების ჯვრისწერის ამსახველი ფოტოები თავის დროზე ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა. ფოტოებიდან ჩანდა, რომ წყვილმა მოკრძალებული ცერემონია გადაიხადა და ჯვრისწერას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ. ქორწილში ანუკი არეშიძე ორსულად იყო. მაშინ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და მისი მეუღლე მესამე შვილს ელოდებოდნენ.
გიორგი არეშიძე ახლა კერძო ბიზნესშია. მას შემდეგ, რაც მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ არეშიძე დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში დაადანაშაულა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ცოლისძმას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
View this post on Instagram
„მე როგორც მეგობარს, როგორც ახლობელ ადამიანს, მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. მის დანიშვნაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. მე ამის უფლება არ მქონდა. მე ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. რას იზამს, ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის“, – თქვა მაშინ კალაძემ. ამჟამად წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. მეორე ვაჟი მარიამს ცოტა ხნის წინ ეყოლა და ის გარეგნობით ძალიან ჰგავს ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ვაჟებს.