19:18 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
273 0 0

მომიტინგეების და პოლიციის შეტაკება მოხდა გამყოფ ჯებირებთან, რომელიც აქციის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ სამშენებლო მოედანთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე გუმათში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „რიონის ხეობის მცველი“ მაკა სულაძე პოლიციის მიერ კონტროლირებად მხარეს საკუთარი სურვილით გადავიდა.

მომიტინგეთა ნაწილი სოფელ ნამოხვანთან მოხვედრას ტყის გავლით ცდილობდა. პოლიციამ ეს მცდელობა აღკვეთა. ამის შემდეგ სოფელ გუმათთან რკინის ჯებირებთან შეხლა-შემოხლა მოხდა. მომიტინგეთა მონაცემებით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მაკა სულაძე გადავიდა ჯებირებს მიღმა, რათა დაკავებულები „პოლიციისგან დაიცვას“.

სულაძის ადვოკატები ცდილობენ მასთან დაკავშირებას და შეხვედრას, მაგრამ პოლიცია არ აძლევს მათ სულაძესთან შეხვედრის უფლებას. აქციაზე ძალიან დაძაბული ვითარებაა. მომიტინგეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 216-ე დღეა გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა" ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს დედაქალაქშიც, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა. აქციაზე მთავრობის მისამართით რიგი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად ერთდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმა 24 და 25 მაისს თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს.

საბოლოოდ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი იქ გააგრძელეს, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მომიტინგეებს სოფელ ნამოხვანისკენ და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ადგილისკენ გზას უღობავს.

მთავარი თემები