18:12 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

ადგილზე დიდი რაოდენიბით პოლიციური ძალებია მობილიზებული. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა განაახლეს ე.წ. ხმაურის აქცია, ისინი ბარიკადების გარღვევას ცდილობენ.

მათი თქმით, პოლიციის მიერ აღმართული რკინის ჯებირები მათ ხეობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევს, რაც მათთვის მიუღებელია. აქციის მონაწილეები რკინის კონსტრუქციებს მუშტებს ურტყამენ და მის გარღვევას ცდილობენ. „ხმაურის აქციები“ რიონის ხეობაში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის აქცია „გუმატჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მონაწილეები მოითხოვენ პროტესტის განახლებას ძველ ლოკაციაზე, სოფელ ნამოხვანთან, სადაც მათ ჯებირების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. 

დღეს აქციის მონაწილეებმა პროტესტის არეალი გააფართოვეს და კარვები მესამე ადგილას გაშალეს: გუმათჰესთან, კომპანიის ბაზასთან და მწვანეყვავილადან ხეობაში გასასვლელ გზაზე. ამით მათ კომპანია Enka-ს რიონის ხეობაში შესასვლელი ყველა გზა გადაუკეტეს.

ცოტა ხნის წინ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა ნაწილმა ნამოხვანისკენ წასვლა ტყის ბილიკებით სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. 

ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული. სიტუაცია ძალიან დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა. პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. მომიტინგეები მის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ის ნაცემია.

ხეობაში პროტესტი უკვე შვიდი თვე გრძელდება.

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

 

მთავარი თემები