COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები პირბადეებით
კორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 343.603-ს მიაღწია.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 723 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  403 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო - ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, აჭარა - 51, კახეთი - 36, შიდა ქართლი - 19, გურია - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
სწავლა კორონავირუსის ეპიდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
კორონავირუსი საქართველოს სკოლებში – ახალი სტატისტიკა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.407 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 326.423-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.757-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.397 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.815 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.071, აჭარაში - 394, იმერეთში - 489.

882 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 226 პირი, მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 17, იმერეთში - 16.

 კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 661 ადამიანი, მათ შორის 370 - თბილისში, 246 - აჭარაში. 7.921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 6.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22.685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13.546 პირი, აჭარაში - 2.295, იმერეთში - 1.536.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 343.603-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0