COVID-19 საქართველოში – 30 მაისის მონაცემები

© photo: Sputnikმედიკოსები ზუგდიდის რაიონში
მედიკოსები ზუგდიდის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 326.423 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1407), გარდაიცვალა – 4.757 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.815პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 601 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 343.603-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 326.423 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1407), გარდაიცვალა – 4.757 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.815პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 601 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.300 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14.238, PCR ტესტით - 11.062.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური –  2,86%, ბოლო 14 დღის - 3,46%, ბოლო 7 დღის - 2,85%.

სულ აცრილია 138.151 პირი, ერთ დღეში აცრილია 3.484 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0