16:34 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

სასწავლო დაწესებულებებში ინფიცირების თავიდან ასაცილებლად კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში დისტანციური სწავლების რეჟიმზე 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი რჩება, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.

სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე მშობლების თხოვნით ან კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ გადადიან. ქვეყანაში დაახლოებით 2,3 ათასი სახელმწიფო და კერძო სკოლაა.

ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი მოსწავლეების 0,04%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, ავადობის მაჩვენებელმა 0,2% შეადგინა.

შემცირდა რისკ-ჯგუფში შემავალი იმ პედაგოგების რიცხვი, რომელთაც დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ამ ეტაპზე გაკვეთილებს დისტანციურად ქვეყნის მასშტაბით 129 პედაგოგი ატარებს.

მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ძალაში შედის წერტილოვანი შეზღუდვები – დისტანციურ სწავლებაზე გადადის ან მთლიანად სკოლა, ან კონკრეტული კლასი.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასრულება ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველაფერს აკეთებს, რათა პანდემიის მესამე ტალღა სასწავლო პროცესისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს.

მთავარი თემები