Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ბადურაშვილმა გია ჯაჯანიძე გადაღების პროცესში დააძინა – უხერხული ვიდეო სოცქსელიდან

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
მომღერალმა ტელეწამყვანი „პრაიმშოუს“ გადაღების დროს ხავერდოვანი ხმით შესრულებული სიმღერით დააძინა. აკაპელა შესრულების მიწურულს გია ჯაჯანიძე გამოფხიზლდა. სახალისო ვიდეო.

პოპულარულმა შემსრულებელმა გია ჯაჯანიძის მოდუნება ერთი მარტივი ხერხით მოახერხა. ერთი შეხედვით, არაფერი უცნაური, რომ არა გადაცემის ჩაწერის პროცესი. ნინი ბადურაშვილმა გია ჯაჯანიძეს „იავნანა“ ისე უმღერა, ტელეწამყვანს შუა სტუდიაში ჩაეძინა. შეუდარებელმა მომღერალმა ძალები არ დაიშურა და გია ჯაჯანიძე საკუთარი ხმის ტემბრით ასიამოვნა, მას ამაში დანარჩენმა წამყვანებმაც შეუწყვეს ხელი და „სხვა რაკურსის“ სახე არ გააღვიძეს. ასეთი მარტივი ხერხით ერთი პატარა შოუ მოაწყვეს.

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედი ტელევიზიაში სცადა. ჰყვება, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა, სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდა. თუმცა პრობლემურმა ახალგაზრდობამ შემდეგ უზრუნველყოფილი ცხოვრება მოუწყო და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპას ფაქტობრივად ყოველ შვებულებაზე სტუმრობს. წლების წინ კი მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო.

„დიდია განგების ძალა. არავინ არ იცის ვინ სად მოხვდება, რა გზას დაადგება. ძალიან მიჭირს ამ ამბის მოყოლა, რადგან ეს არის ამბავი, რომელიც გულში ლახვარივით ჩამეცა. ერთ-ერთი გადაღების დროს, ლილოში ვარ და არის ძალიან დიდი ამბავი, აქცია გვაქვს. ვყიდით რაღაცეებს, რომ ბავშვებს დავეხმაროთ. მღერიან მომღერლები, მე ვცეკვავ. ცეკვის დროს შევჩერდი და შორს ვხედავ ლამაზ ქალს, რომელიც მიყურებს. ერთი წამი თვალებში შევხედე და გავაგრძელე ცეკვა. ეს ქალბატონი იყო ჩემი პირველი მეუღლე. ის ლილოს ბაზრობაზე ლავაშებს ყიდის“, – გაიხსენა ჯაჯანიძემ. რთული ცხოვრებისა და რამდენიმე უიღბლო დაოჯახების შემდეგ ჯაჯანიძემ საკუთარი ბედნიერება პროფესიაში აღმოაჩინა და მთელ დარჩენილ ცხოვრებას ამ სფეროს უძღვნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0