„ამის ფასს გადავიხდით“ – ექსპერტი ხელისუფლებას აფრთხილებს

© AP Photo / Omar Marquesრეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
გიორგი ფხაკაძის თქმით, პანდემია ჯერ კიდევ მძლავრია და არ შეიძლება მოდუნება, საფრთხეები რეალურად უნდა შეფასდეს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში არ ტარდება შესაბამისი ზომები, რაც ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სწორედ სახელმწიფოს ქმედებებზეა დამოკიდებული – რამდენად ძლიერი იქნება საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა. მისი თქმით, ამ დროისათვის მთავრობის ძალისხმევა ეკონომიკის აღდგენისკენაა მიმართული და ამისთვის „შესაბამისი ფასის გადახდა მოგვიწევს“. 

ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამი“ გამოვლინდა

„ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევძლებთ მეოთხე ტალღის შეჩერებას. ჩვენ ვიცით რა უნდა გაკეთდეს და ვიცით ისიც, რომ ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ, არამედ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეკონომიკას. ვაღიაროთ – ამაზე უკვე ყველა თანხმდება. ეპიდემიოლოგიური მოთხოვნები მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე ეკონომიკა და პოლიტიკური სიტუაციაა. ჩვენ ამისთვის ფასს გადავიხდით. ამის მაგალითი ინდოეთია“, – განაცხადა ფხაკაძემ.

საქართველოში ეპიდემიოლოგებმა ინდური შტამის გამოვლენის შესახებ გუშინ განაცხადეს. სპეციალისტები მოსახლეობას კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ, რადგან ინდური შტამი სწრაფი გავრცელებითა და რთული მიმდინარეობით გამოირჩევა.

„არავითარ შემთხვევაში მოდუნება არ შეიძლება, რადგან გამორიცხული არ არის, რომ როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება (ინდური შტამის) თუნდაც ერთი შემთხვევა, იმის გარანტია, რომ ის აღარ გავრცელდება, არ გვაქვს“, – განაცხადა პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა. 

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
რას ელოდება საქართველო სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ – თურნავას პროგნოზი

ექიმები არ გამოირცხავენ, რომ ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში მოქმედი წესების გადახედვის აუცილებლობა დადგეს. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო დამატებითი შემზღუდავი ზომების მიღება ჯერჯერობით არ იგეგმება.

„კორონავირუსის ყველა შტამისთვის პრევენციის ერთი გზაა – დისტანცია, პირბადის გამოყენება და ვაქცინაცია“, – აღნიშნა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ხუთ ადამიანს დაუფიქსირდა. მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სახლის პირობებში აგრძელებენ მკურნალობას. რაც შეეხება დანარჩენ სამ ინფიცირებულს, ისინი სხვა ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ და ქვეყანა უკვე დატოვეს. ხუთივე მათგანს შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოში მაისის შუა რიცხვებში ჩამოვიდნენ.

რითია სახიფათო ინდური შტამი?

სპეციალისტები ინდურ შტამს უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია  – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

ინდური შტამის გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

ამ დროისათვის ინდური შტამი მსოფლიოს 52 ქვეყანაშია გამოვლენილი, აქედან 25 ევროპის ქვეყანაა.

ყველა ახალი ამბავი
0