თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში უკვე სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.
გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა>>
ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს მესამე ტალღის პიკი შენელდება, და ეს ძალიან კარგია.
ფხაკაძის თქმით, ზაფხულში დავისვენებთ და ენერგიას მოვიმარაგებთ, მაგრამ ვირუსი არსად წავა. უნდა მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება, აღნიშნა მან.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 1.562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 312.349 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული, ორი დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.