დღეიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, მიკროავტობუსები და თბილისის მეტრო) მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა>>

დღეს ცნობილი გახდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება – რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა და დღეიდან 23:00 საათიდან (ნაცვლად 21:00 საათისა) 05:00 საათამდე იმოქმედებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ხანგრძლივობა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებიდან გამომდინარე გაიზარდა.

კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს ღია სივრცეში მიიღებენ

რაც შეეხება საბაგირო გზებს, უწყების ცნობით, კუს ტბისა და რიყე–ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები–უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რაც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ასევე გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.

ყველა ახალი ამბავი
0