Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენ რაც გამიკეთე, მე ვერასდროს გავწვდები...“ – რამ ააღელვა ნინი ბადურაშვილი?

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს. ნახეთ ვის ეძღვნება მომღერლის ტექსტი.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ცნობილ ბაბუას დაბადების დღეს ულოცავს. „ჩვენი იმედი 84 წლის გახდა! შენ რაც გამიკეთე, მე ვერასდროს ვერ გავწვდები, მაგრამ ვეცდები კარგი შვილიშვილი ვიყო. მიყვარხარ უსაზღვროდ“ – წერს ბადურაშვილი სოციალურ ქსელში.

მაყურებელს იმედა კახიანი განსაკუთრებით ფილმიდან „საბუდარელი ჭაბუკი“ ახსოვს. მისი დებიუტი ამ ფილმში შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, სადაც განასახიერა გოგიტას როლი. ასრულებს ძირითადად სახასიათო როლებს. მისი საშემსრულებლო მანერა გამოირჩევა აქტიორული ოსტატობითა და შინაგანი სიღრმით.

იმედა კახიანი ნინის ასევე ცნობილი დედის ეკა კახიანის მამაა. ოჯახს განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ნინი პატარა ქალიშვილთან ერთად სწორედ ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობს მას შემდეგ, რაც პირველ ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეს დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0