პარლამენტის დეპუტატები AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ

© Sputnik / STRINGERვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 71 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე და გიორგი ამილახვარი AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ.

დეპუტატებმა იმუნიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარეს. როგორც ისინი აცხადებენ, აცრა ერთადერთი საშუალებაა პანდემიის დასამარცხებლად. 

ირაკლი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ კიდევ ერთი მინისტრი აიცრა

„ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასრულდეს პანდემია, ქვეყანა კვლავ გაიხსნას, აღდგეს ეკონომიკა და გადარჩეს ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე”, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეს ვაქცინაციას კიდევ 18 დეპუტატი ჩაიტარებს.

აპრილის ბოლოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით თანახმად, საქართველოში გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე აიცრებიან. უკვე არსებულ ჩამონათვალს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ამ დროისათვის საქართველოში AstraZeneca-ს გარდა, ხელმისაწვდომია Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

ყველა ახალი ამბავი
0