საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
რეგისტრაციის გავლა საჯარო სკოლებში შესაძლებელი იქნება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში 13 მაისის 09:00 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 5 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

მესამე ეტაპისთვის დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

დედა–შვილი–პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა

მესამე ეტაპი – ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინსტრუქციას გაეცანით აქ.

სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საქართველოს საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო და 26 მარტს დასრულდა. პირველ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

მოსწავლე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო, 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდა. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში

რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

ყველა ახალი ამბავი
0