„კომენდანტის საათი“ ექვსი თვისაა: შეზღუდვის ისტორია

© Sputnik / Alexander Imedashviliცარიელი ქუჩები კომენდანტის საათის დროს
ცარიელი ქუჩები კომენდანტის საათის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
„კომენდანტის საათი“ დროებით სამჯერ გააუქმეს - 2020 წლის 21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, ახალი წლის და შობის ღამეს

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა - ეგრეთ წოდებული „კომენდანტის საათი“ - საქართველოში უკვე ექვს თვეს მოქმედებს.

2020 წლის 9 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „კომენდანტის საათი“ დაწესდა ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. თავდაპირველად შეზღუდვა მოქმედებდა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ის ერთი საათით გაგრძელდა და მისი მოქმედება 21:00 საათზე დაიწყო, გარდა ამისა, ის სავალდებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა.

კომენდანტის საათი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
კომენდანტის საათი თბილისში: უკაცრიელი ქუჩები კორონავირუსის წინააღმდეგ - ფოტო

„კომენდანტის საათის“ დამრღვევს 2 ათას ლარიანი ჯარიმა ემუქრება. ამხელა თანხის მიუხედავად, პოლიცია ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ, ზოგჯერ ასეულ ადამიანსაც კი აჯარიმებს.

„კომენდანტის საათი“ დროებით სამჯერ გააუქმეს - 2020 წლის 21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, ახალი წლის და შობის ღამეს. სააღდგომოდ შეზღუდვა არ მოხსნილა, მაგრამ მისი მოქმედების ვადა შემცირდა - 23:00 საათიდან 04:00 საათამდე.

საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებდა ასევე 2020 წლის 21 მარტიდან 23 მაისამდე, მაგრამ მაშინ მთავრობამ ის აღარ გააგრძელა და ორ თვეს დასჯერდა.

თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.

ამასთან მთავრობაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ „კომენდანტის საათის“ მოხსნას ჯერჯერობით არ გეგმავენ. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაცია ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ გაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0