ქართველები მეორე მსოფლიო ომში: ჩვენებურების წვლილი ფაშიზმის განადგურებაში

© photo: Sputnik / Mark Redkinსაბჭოთა ჯარები ბერლინში, 1945 წელი
საბჭოთა ჯარები ბერლინში, 1945 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავი. მეორე მსოფლიო ომში ასობით ათასი ქართველი იბრძოდა საბჭოთა არმიის შემადგენლობაში, მათგან 164-ს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
საკონცენტრაციო ბანაკის ტანსაცმელზე სატარებელი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია

საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი კაცი წავიდა. ეს 40–იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი იყო. წასულთაგან კი ნახევარი შინ აღარ დაბრუნებულა. 

1941 წლის ივნისის ადრიანი დილით ფაშისტების დარტყმა ერთ–ერთმა პირველებმა ქართველებმაც იგემეს. ლეგენდარული ბრესტის ციხე-სიმაგრის დაცვის ბრძოლაში ასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ რამდენიმე, ისიც მძიმედ დაჭრილი და გონდაკარგული ჩავარდა ტყვედ. ციხე-სიმაგრის დანარჩენი დამცველები ბრძოლაში დაეცნენ. 

333–ე მსროლელ პოლკში, რომელსაც მაიორი ურთმელიძე ხელმძღვანელობდა, ასობით ქართველი იბრძოდა და თითქმის ყველა მათგანი შეეწირა დასავლეთ ბუგის ნაპირებზე ბრძოლას ომის პირველ დღეებში.  

ომის ვეტერანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
კუჭავა: ამ გამარჯვებაში ქართველ გმირებს დიდი როლი მიუძღვით

იმ პირველ ბრძოლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქართველმა არტილერისტმა, უფროსმა ლეიტენანტმა, საბჭოთა კავშირის გმირმა ვლადიმერ ხარაზიამ. საარტილერიო ნაწილმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, მტრის ათობით ტანკი და საცეცხლე წერტილი მოსპო. 

ომის დაწყებიდან პირველ ექვს თვეში მაიორ წურწუმიას ესკადრილიამ ექვსი პოლკი, შვიდი გერმანული და რუმინული ხომალდი, 200 ტანკი, 1200 ავტომობილი საომარი აღჭურვილობით, 14 თვითმფრინავი გაანადგურა და მტრის 10 აეროდრომი დაბომბა. ესკადრილიამ სარდლობის არაერთი უმნიშვნელოვანესი დავალება შეასრულა ბუქარესტის, პლოეშტისა და კონსტანცის სამხედრო ობიექტების დაბომბვით. 1941 წლის 30 დეკემბერს მაიორი წურწუმია დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 

ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი

და ეს მხოლოდ ომის დასაწყისში. ქართველები შემდეგ კიდევ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საბჭოთა კავშირ–გერმანიის ფრონტებზე.  

ისინი ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობდნენ: მოსკოვის მისადგომებთან, ლენინგრადის დაცვაში, სტალინგრადის ბრძოლასა თუ კურსკის რკალზე.  

მელიტონ ქანთარიას კი, რომელმაც ეგოროვთან ერთად 1945 წლის 9 მაისს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, 2016 წლის 10 მაისს თბილისში ძეგლს დაუდგამენ. 

ქართველი გმირების სია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ, უსასრულოდ დიდია და მათი ჩამოთვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოდან 700 ათას წარგზავნილთაგან 224 ათასი სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო 164–ს გმირის წოდება მიენიჭა. 

ყველა ახალი ამბავი
0