კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / STRINGER ეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.089 ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 321.919-ს მიაღწია.

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.089 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  607 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  იმერეთი - 108, აჭარა - 102, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83, ქვემო ქართლი - 82, მცხეთა-მთიანეთი - 25, შიდა ქართლი - 24, კახეთი - 23, გურია - 22, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
COVID-19 საქართველოში – 9 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  1.489  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 300.989 მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  4.281 -ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.623 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.386 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.514, აჭარაში - 499, იმერეთში - 461.

909 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 189 პირი, მათგან  თბილისში – 128, აჭარაში - 8, იმერეთში - 15. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  812 ადამიანი, მათ შორის 433 - თბილისში, 348 - აჭარაში. 11.425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32.261 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24.757 პირი, აჭარაში - 1.946, იმერეთში - 1.157.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.089-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 321.919-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0